35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის რუსთავში 4 პირი დააკავეს

35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

სამ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს, მეოთხეს კი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედება ბრალად.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 

"ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 35 წლამდე ქალი ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მისულ სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება შეუერთდა, რომელიც კარიერის დაცვის თანამშრომლად იყო დასაქმებული.  

ოთხივე მათგანი ახალგაზრდა ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი სამმა კაცმა მასზე სექსუალურად იძალადა. გაუპატიურებაში მონაწილეობა მიიღო კარიერის დაცვის თანამშრომელმაც.

ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდეგ გაქცევა მოახერხა და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები