ზურაბ ბატიაშვილი - სამწუხარო რეალობაა, რომ საფრთხეების აღქმა ამ ქვეყანაში ვერ ხდება

სამწუხარო რეალობაა, რომ საფრთხეების აღქმა ამ ქვეყანაში  ვერ ხდება, - ამის შესახებ Front News-ს  პოლიტიკის ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო სასტიკი გახდება, თუმცა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. 

"უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მეორე ფაზა მიმდინარეობს, რაც მოიცავს აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების კიდევ უფრო გააქტიურებას... მძიმე ბრძოლებია დონბასში, მარიუპოლში,  სამწუხაროდ, ეს  ბრძოლები კიდევ უფრო სასტიკი გახდება. რუსეთი მთელი თავისი ძალების კონცენტრირებას ამ მიმართულებით ახდენს,  ესაა რუსების ბოლო რესურსები, რასაც აქ გამოიყენებენ და შემდეგ დრო უკრაინელების სასარგებლოდ იმუშავებს და ასევე შეიარაღება, რომელსაც უკრაინა მუდმივად მიიღებს, რუსეთს არ ექნება საშუალება დანაკარგები შეავსოს“, -განაცხადა ბატიაშვილმა. 

რაც შეეხება საქართველოს, პოლიტიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რადგან რუსეთი ახლა საქართველოს ფიზიკურად არ უტევს,  არ ნიშნავს, რომ ქვეყანა თავდაცვის გაძლიერებისთვის არ ზრუნავდეს. 

"ის,  რომ რუსეთი ახლა საქართველოს ფიზიკურად არ უტევს,  არ ნიშნავს, რომ არ ხორციელდება შეტევა თუნდაც საინფორმაციო ველზე. აქ ვხედავთ რუსულ ნარატივებს, პროპაგანდას, საქართველო ნამდვილად არ არის დაცული და ქვეყანა უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი თავდაცვის საშუალებები მიიღოს, მათ შორის დასავლეთიდან. თუ აქამდე ჭირდა, ჩვენ აგვეხსნა ამის   საჭიროება, ახლა ეს  უკვე აღარავის ჭირდება, და  ის,  რომ დამატებითი შეიარაღება მიიღოს საქართველომ,  მოთხოვნის შემთხვევაში,  ამას დიდი გამოცნობა არ ჭირდება.  ამ მიმართლებით უნდა იყოს მუშაობა გაწეული. 

მეორეს მხრივ, აუცილებელია, უკრაინის წინააღმდეგ ამ რიტორიკის დაუყოვნებლივ შეჩერება,   რომელიც პოლიტიკის რანგში ავიდა, არ შეიძლება შენ ასრულებდე შენი მოწინააღდეგის, ამ შემთხვევაში, რუსეთის, სურვილებს და აკეთებდე უკრაინის და ზელენსკის საწინააღმდეგო განცხადებებს. 

მესამე - ასეთ სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და ვესწრაფოდეთ მცირე ალიანსებში გაწევრიანებას, როგორიც შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგალითად, ბრიტანეთის, პოლონეთისა და  უკრაინის კავშირის სახით, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ ამ ქვეყანაში საფრთხეების აღქმა ვერ ხდება“,  - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები