გია ხუხაშვილი - კობახიძე უკვე ბიძინასაც აღარ ელაპარაკება, პუტინს უმტკიცებს ერთგულებას

ირაკლი კობახიძე თავისი ბრიფინგებით პირდაპირ პუტინს ელაპარაკება, მის მაამებლურ განცხადებებს აკეთებს, - ამის შესახებ  ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიზეზს ეძებს უკრაინაში ჩასვლისგან თავის ასარიდებლად, ამავე დროს რუსულ პროპაგანდას  საჭირო მასალას აძლევს. 

"სააკაშვილი ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა, უკრაინაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე იყო, მაგრამ ამ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია იქ რამდენჯერმე იმყოფებოდა. მაშინ ასე კატეგორიულად არ დაუყენებიათ საკითხი. ახლა 2 ამოცანა აქვთ: ეძებენ მიზეზს, თუ რატომ არ ჩავიდნენ უკრაინაში და  მეორე - შემჩნეული მაქვს ბოლო დროს  კობახიძის ბრიფინგზე ყველაფერი არის ისე, როგორც პუტინს ესიამოვნება. ის ელაპარაკება პუტინს, მას უმტკიცებს ერთგულებას. უკვე ბიძინასაც აღარ ელაპარაკება, პირდაპირ პუტინს ელაპარაკება, რომ მას ასიამოვნოს რამენაირად“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისი თქმით, ამ მიზანს ემსახურებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ დავის წამოწყებაც.  

"პრეზიდენტმა გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები, შემდეგ „ქართული ოცნების“ ისტერიკა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ რაიმე პოლიტიკური პრობლემნა შეექმნათ, ამითაც უმტკიცებდენ პუტინს, რომ ეს ჩვენი ორმაგი თამაში კი არ არის, ეს ქალი თვითონ აკეთებს ამას, ანუ, ემიჯნებიან მას ამ სახით“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ქართული დელეგაციის ჩასვლის პირობები დაასახელა, მათ შორისაა უკრაინის სახელისუფლებო სისტემიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების გათავისუფლება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები