ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა დღეს ვერ შეძლო

ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა დღეს ვერ შეძლო, დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა. 

დღევანდელ სხდომაზე ახლადარჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაც უნდა მომხდარიყო, თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩაიშალა. 

"ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა 3 დეკემბრის სხდომის გაგრძელებას ითხოვდა, რა დროსაც ქვორუმი იყო.  აღნიშნულ სხდომაზე ოპოზიციამ მხარი დაუჭირა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას, თუმცა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვეს, როდესაც საქმე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე მიდგა. მას შემდეგ სხდომა ოპოზიციამ სამჯერ მოიწვია, თუმცა სხდომებს „ქართულმა ოცნება“ აღარ ესწრებოდა, რადგან თავმჯდომარის არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ ჰქონდა.  

გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის  მანდატის მოსაპოვებლად ჩატარებული შუალედური არჩევნების შემდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მანდატი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მოიპოვა, თუმცა სხდომაზე დასწრებაზე უარს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ. 
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, არ აპირებენ 2 ოქტომბერს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ღალატს და „ქართული ოცნების“ ძალადობრივი მეთოდების გამართლებას. 

უახლესი ამბები