ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი 15 აპრილს გამოცხადდება

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი 15 აპრილს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ბრალდებულებს სიტყვით მიმართა კვარაცხელიას დედამ და მათ დამკვეთების დასახელებისკენ მოუწოდა.

"აბსურდის თეატრი. მე შემეცოდნენ ახალგაზრდები, ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. მეცოდებით ძალიან, მე მეგონა უფრო ზიზღის დამოკიდებულება მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს. მეცოდებიან, პატივცემულო მოსამართლე, ეს ორი ახალგაზრდა და მათი თანამზრახველები, ისინი უნდა ვიხსნათ მონობისგან, ისინი არიან დამკვეთების მონები. მე მყავდა წარმატებული შვილი, ნიკოს ჰქონდა ინოვაციური პროექტი და ზუსტად ესროლეს ამ პროექტს“, – განაცხადა იზა ომაძემ.

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები