თბილისში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ძლიერი ქარის გამო ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

ვარკეთილში დღეს ორ ქალს დაეცა, ორივე მათგანი დაშავდა.

"ოპტიმალ მედის“ ინფორმაციით, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. პაციენტს, 40 წლის ქალს, აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. კლინიკის ცნობით, მიღებული ტრავმები აღმოჩნდა

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე ქალს „ბოკერიას კლინიკაში“ ოპერაცია ჩაუტარდა. „ბოკერიას კლინიკაში“ აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებული პაციენტი, ასევე 40 წლის ქალი, საავადმყოფოში ბარძაყის მოტეხილობით შეიყვანეს. პაციენტი რჩება ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ.