აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოში არსებული მდგომარეობაცაა მიმოხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალია. აქვე ნათქვამია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ორი ტური ჩატარდა, ოქტომბერსა და ნოემბერში.

დოკუმენტის მიხედვით, ეუთო-მ საკუთარ საბოლოო ანგარიშში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო, მაგრამ „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანებამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეამცირა“. ანგარიშის თანახმად, არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კანდიდატებს საერთო ჯამში, საშუალება ჰქონდათ, კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინათ, მაგრამ ბრალდებები ამომრჩევლების მოსყიდვასა და ზეწოლაზე გაგრძელდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავს სანდო ცნობებს: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებსა და თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებზე, გამოძიებებზე და სამართლებრივ დევნაზე, რომელიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და ძალადობის მუქარის შესახებ, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უპატივცემულობის თაობაზე და ძალადობაზე ან ძალადობის მუქარაზე, რომელიც მიმართული იყო, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ“.

"5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მთავრობის მიერ სარწმუნო გამოძიების ჩაუტარებლობამ და სისხლის სამართლებრივი დევნის აღუსრულებლობამ გამოწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პასუხიმგებლობის ნაკლებობა აღინიშნება ასევე 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში, ასევე ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზე. „11 ივლისს ლექსო ლაშქარავა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმის დროს მას სასტიკად სცემეს. სამართალდამცავი უწყებების მიერ მალევე გაკეთებული განცხადებები თითქოს ჟურნალისტის დისკრედიტაციაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე მისი სიკვდილის მიზეზების დადგენაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.დოკუმენტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.

1 ოქტომბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა. დაუსწრებლად ის იქნა მსჯავრდებულად ცნობილი და დაკავებული. დაუსწრებლად განაჩენი მოიცავდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას პარლამენტის ყოფილ წევრზე ფიზიკური შეურაცხყოფის ბრძანების გამო.

11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატმა სთხოვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაეწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის (სპს) მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რაც მოიცავდა რუსთავის N12 საპყრობილიდან მისი იძულებით გადაყვანას გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ჰოსპიტალში, ხანგრძილი შიმშილობის პროტესტის შემდეგ. 

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ „2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით, რომელიც ასახავდა მიხეილ სააკაშვილის იძულებით, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, გადაყვანას მე-18 დაწესებულებაში, რაც წარმოადგენდა დამამცირებელი მოპყრობას.” 

სახელმწიფო აპარატიის ცნობით, გამოძიებისთვის მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები ინსპექტორის აპარატს არ მიაწოდა პენიტენციურმა სამსახურმა და ის საზოგადოებისთვის იქნა გასაჯაროვებული. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ „პენიტენციურმა სამსახურმა შეზღუდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის (სააკაშვილის) მონაწილეობა საკუთარ სასამართლო სხდომებში, რამაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება დაკავებისა და პატიმრობის შემდეგ სამჯერ“. 

19 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სამკურნალოდ თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოჯანმრთელების შემდეგ სააკაშვილი 30 დეკემბერს დააბრუნეს N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დრომდე რჩება. 

30 დეკემბერს, პარლამენტის წევრებმა „ქართული ოცნების“ წევრებმა მხარი დაუჭირეს 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას. მის ნაცვლად დაიგეგმა ორი ცალკეული უწყების შექმნა, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და პერსონალურ მონაცემებს. წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომელიც ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანაბარ გამოძიებას უზრუნველყოფდა, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება.რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოსილებამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველი პარტიის პარლამენტის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენით ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და ძლიერი შიდა და საერთაშორისო კრიტიკის პირობებში მიიღეს.პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის ციხიდან გლდანის სასჯელაღსრულების კლინიკაში იძულებით გადაყვანის შესახებ. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ წევრებმა 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაუჭირეს მხარი.

„დაიგეგმა, რომ აპარატის ნაცვლად ორი ცალკეული უწყება გამოიძიებს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და პერსონალური მონაცემების დაცვას. წინა მანდატისგან განსხვავებით, რომელიც ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანაბარ გამოძიებას უზრუნველყოფდა, კანონი ახალ საგამოძიებო სააგენტოს არ აძლევს უფლებას, გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული მისი მანდატის ვადა სამ წელში იწურებოდა. პარლამენტის მმართველი პარტიის წევრებმა დააჩქარეს კენჭისყრა კანონმდებლობის შემოღებით და მისი სამივე მოსმენის ჩატარების, რომელიც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში განხორციელდა, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე და შიდა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე.პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინსპექტორის სამსახური იძიებდა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს რუსთავის ციხიდან გლდანის კლინიკაში იძულებით გადაყვანის დროს. ინსპექტორის აპარატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი საკამათო ვიდეომასალის გამოქვეყნებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ „27 აპრილს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და პროოპოზიციური „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალა. ოპოზიციის წევრები რურუას და მელიას პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდნენ. ისინი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ“.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა რჩება და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერენ მხარს. 2008 წლიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტა ძალაში დარჩა, მაგრამ რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდეს.ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები ამ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს შემდეგ თემებზე: უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების, ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა და ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია იყო, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად განდევნილი ეთნიკური ქართველების უმეტესობის დაბრუნებაზე.დე ფაქტო ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „ბორდერიზაცია“ გაიზარდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება. რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში ჩაიდინეს დარღვევები, რაც დაუსჯელი დარჩა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები