გიორგი ცაგარეიშვილი - მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების შრომის დაფასება, მათ შორის, შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით

"ჩვენს ყურადღებას იქცევს ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა და გვავიწყდება უამრავი თანამოქალაქე, უმაღლესი დონის პროფესიონალი, რომელიც 24-სათიან რეჟიმში ემსახურება ქვეყანას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებმა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმინეს.

მისი თქმით, ეს ადამიანები არც ტელეეკრანებიდან ჩანან, არც მაღალი ტრიბუნებიდან გამოდიან, მაგრამ დაუყვედრებლად ემსახურებიან თავიანთ საქმეს და საკუთარ ქვეყანას.

"უმაღლესი დონის პროფესიონალები საჯარო სამსახურიდან ბიზნესში მიდიან, რაც დღევანდელი საჯარო სამსახურის აქილევსის ქუსლია. ამ ადამიანების შენარჩუნება უნდა იყოს თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი“, -მიმართა გიორგი ცაგარეიშვილმა მინისტრს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების გადამზადება, მათი შრომის დაფასება, მათ შორის, შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით.

"მინდა ამ ტრიბუნიდანაც მოგმართოთ, რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ  ამ ხალხის შრომა იყოს  როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით დაფასებული. ეს ხალხი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს შენარჩუნებული. მათ უნდა გააგრძელონ შრომა იმისათვის, რომ უფრო სწრაფი ტემპით განვახორციელოთ რეფორმები“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები