ლევან იოსელიანი - ჩვენ დღეს მივემგზავრებით უკრაინაში

ჩვენ დღეს მივემგზავრებით უკრაინაში და ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღეს არსებობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგება.

"ელჩიც გაწვეულია საქართველოდან და ამ გაფუჭებულ ურთიერთობებს ნამდვილად შველა სჭირდება. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რასაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი. განსაკუთრებული ურთიერთობაა ხალხს შორის და ვხედავთ პოლიტიკურ დონეზე როგორ არის ყველაფერი გაფუჭებული“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად არ მიემგზავრება უკრაინაში სავარაუდოდ, საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც წესი, ამ ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს.

"ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მთელი ეს პერიოდი მათგან ისმოდა, რომ აუცილებელი იყო წასვლა და მხარდაჭერის აღმოჩენა. ყველა არგუმენტი, რითაც ისინი ამართლებენ უკრაინაში არ წამოსვლას არის აბსოლუტურად ბავშვური და მიუღებელი ჩემთვის. ის, რომ ვიღაცასთან ერთად არ უნდათ მგზავრობა, თუ გამოჩენა, ეს სერიოზული არგუმენტი არ არის. „ქართული ოცნების“ გარდა, იქ მიდის ყველა პოლიტიკური პარტია და როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის ფასადი, მაშინ ჩვენც, მათ შორის დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, შეურაცხყოფას გვაყენებენ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეურაცხყოფა არავის დაუმსახურებია. მათ ადგილზე დავფიქრდებოდი, როდესაც ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ, სადაც ჩვენც მოგვიაზრებენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს სავარაუდოდ საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც წესი, ამ ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები