სუს-თან, უზენაეს სასამართლოსთან და იუსტიციის სამინისტროსთან აქციები მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, უზენაეს სასამართლოსთან და იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მწვავეა და ხალხისგან რეაგირება სჭირდება.

მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ აკავებს და უსმენს ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს.

სუს-თან შეკრებილების თქმით, ამავე ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი და საჭიროა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები