საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.

რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა

"ჩემს კოლეგასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიმყოფებით ქალაქ ირპენში, ჩვენ უკან არის კულტურის სახლი და როგორც ხედავთ, ის იყო სამხედრო ობიექტი, სადაც რუსების სამხედრო ნაწილებს სურდათ შეღწევა. ჩვენ დღეს ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ არაერთი ლოკაციაზე მოგვენახულებინა, ეს არის ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც ვნახეთ სამარხები, სადაც ახლა უცხოელი კრიმინალისტები მუშაობენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს უკრაინაში ჩამოსვლისთვის, რადგან ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ქართველს, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას, არა მხოლოდ ეხმარება უკრაინის მოსახლეობას, არამედ უკრაინელ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით დგანან ჩვენი ტერიტორიის დაცვისას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული დელეგაცია უკრაინაში იმყოფება, რათა გამოხატოს ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

"მე აქ ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის მიმართ. რასაც ვხედავთ ირპენში და რაც ვნახეთ ბუჩაში, გვაჩვენებს აგრესიას, რომელსაც არ აქვს საზღვრები, ეს ხდება 21-ე საუკუნეში და ეს აგრესია არის არაადამიანური, ეს რა თქმა უნდა, გვახსენებს იმ კადრებსა და იმ შეგრძნებებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში კერძოდ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ქართველები ის ხალხია, ვისაც ყველაზე უკეთ ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები, უკრაინის მთავრობა და რა მამაცია უკრაინელი ხალხი, მთავრობა, რომელიც ასეთ აგრესიას წინ აღუდგა. პასუხი ამ აგრესიასა და სისასტიკეზე უნდა იყოს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კანონისმიერი, შესაბამისად, საქართველომ საერთაშორისო სისხლის სამათლის სასამართლოში მხარი დაუჭირა აპლიკაციას. ჩვენც თვალს ვადევნებთ და ვაკვირდებით, რომ საერთაშორისო სისხლის სამათლის სასამართლოში სწრაფად მიიწევს წინ ომის დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც აქ არის ჩადენილი. ასევე ეს არის ჩვენი სამწუხარო გამოცდილება და მინდა, გაგიზიაროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დანაშაულების დოკუმენტირება. ჩვენ ვხედავთ ირპენშიც და ბუჩაშიც, რომ საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან მუშაობენ, რათა ყველა ფაქტი კარგად იყოს დოკუმენტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოსთვის, მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტი კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის. კიდევ ერთხელ, მე აქ ვარ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად და მთელი დელეგაციის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ხალხის, ჯარისკაცების, ხელისუფლების და პირადად ჩემი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები