ლილე ლიპარტელიანი - დაუსჯელობის სინდრომის შედეგია, რომ სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილი თანხა ჩინოვნიკებისთვის იხარჯება

დაუსჯელობის სინდრომის შედეგია, რომ  სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილი თანხა ჩინოვნიკებისთვის იხარჯება,  - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ხალხისთის განკუთვნილ თანხას  ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინოვნიკებისა და საარჩევნო აქტივის დასაკმაყოფილებლად იყენებს. 

"ხელფასს იღებ, ჯილდოს, დანამატს და სოციალურ დახმარებას კიდევ? სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილ თანხას იღებ იმისთვის, რომ თანამდებობის პირებს დაურიგო? ეს დასჯელობის სინდრომის შედეგია,  არ ხდება ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, ეს სადაც მიგვიყვანს,  ყველამ ვიცით. წელს კახი კალაძემ სარეზერვო ფონდიდან საარჩევნოდ  13 მილიონი ლარი დახარჯა, უპრეცედენტო რაოდენობის თანხა, ამის გარდა სოციალური დახმარების მუხლში მარტო გამგეობების ნაწილში 21 მილიონი ლარი არის, ეს თანხა როგორც იხარჯება.  ყველამ კარგად ვიცით... 

ვიდრე იქნება დაუსჯელობის სინდრომი და ვიდრე გაჭირვებული ხალხის ფულს პრემიებად და ჯილდოებად,  კომისიის წევრების დანამატებად, კოორდინატორების ხელფასად მოიხმარენ, ვიდრე ეს არ აღიკვეთება, შესაბამისად, ასე იქნება მუდმივად. ქვეყანაში, სადაც მილიონი ადამიანი მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებისთვის,  ასე რომ იფლანგება მათთვის განკუთვნილი ფული, კატასტროფაა“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები