მეუფე იაკობი - მადლობა ღმერთს, რაღაც მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით

ბოდბელი ეპისკოპოსი ქადაგებისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"მადლობა ღმერთს, რაღაც მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე რომ წავიდა, ღირსეულად წავიდა. მანამდე რომ გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავის სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნიდან. ყოველთვის წინ ვდგავართ. მშვიდობა რომ გვინდა ერს, რომ არ გვინდა აქ ის, რაც უკრაინაში მოხდა, თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან? აქედანაც რომ გაიქცეს მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხო გახსოვთ, დღეს რამდენი ვართ დარჩენილი?! 

შიდა პოლიტიკური დაჭმის გამო აქაც დადგება, თუ რუსეთზე ვიძახით, რომ სანქციები უნდა დაუწესოთო. ახლა არის გაჭირვების დრო, როგორღაც უნდა გადავიტანოთ. თუ არ დავჭამთ ერთმანეთს, ხომ შეგვეძლება იმათაც დავეხმაროთ და უფრო ადვილად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები