ითხვისის მაღაროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღაროს უბნის უფროსი დაიღუპა

ითხვისის მაღაროს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, - ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მისივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები.

"კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ითხვისის მაღაროს თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კვირას, 17 აპრილს, მაღაროს უბნის უფროსი, 30 წლის, ნ.მ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიექტური გარემოების დასადგენად.

"ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები