სუს-ი - 2021 წელს საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩებოდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს განსახილველად 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩებოდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა და მათი მხრიდან, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები.

"აქტიურად გამოიყენებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოზე ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად. კვლავ აქტუალური იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, საფრთხეების გამოვლენა-პრევენციის მიზნით გატარებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, გამოავლინეს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები.

"მათი სადაზვერვო საქმიანობის მეთოდებისა და ფორმების გამოვლენის მიზნით აქტიურად ტარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებები. მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა. აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები“, - აღნიშნულია სუს-ის დოკუმენტში.

2021 წელს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი.

"მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობების, არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების მიმართ. აღნიშნული, მათ შორის, უკავშირდებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს“, - წერია სუს-ის ანგარიში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები