ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი დავით ნიკოლაძე დაინიშნა

სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი დავით ნიკოლაძე დაინიშნა. 

"პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი მოცემულ პოზიციას ოთხი წლის ვადით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

დავით ნიკოლაძემ პროფესიული განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტებზე მიიღო. წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, როგორც შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, ამერიკულ აკადემიაში, თურქეთის ქოჯაელის უნივერსიტეტსა და ქ. იზმითის ხელოვნების სკოლაში, სადაც სამსახიობო ოსტატობას ასწავლიდა.

დავით ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და რეჟისორობით, 1997-1999 წლებში ცნობილ ქართულ თეატრალურ სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: „ნიშნობა“ (მ. მეტერლინკი), „ბურატინოს თავგადასავალი“ (ა. ტოლსტოი), „სალამურას თავგადასავალი“ (ა. სულაკაური), „თოვლის დედოფალი“ (ჰ. ქრისტიან ანდერსენი) და სხვა. იგი ასევე დამდგმელი რეჟისორის რანგში თანამშრომლობდა თურქეთის ქოჯაელის უნივერსიტეტთან, სადაც დადგა ა. ჩეხოვის „თოლია“, ვ. ალენის „მოფარფატე ნათურა“, ს. გიოქთაშის „ჯურღმულში“ და კ. მანიეს „ბლეზი“. დავით ნიკოლაძე თანამშრომლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრთანაც, რა დროსაც მის მიერ დაიდგა ორი სპექტაკლი: „ადამიანის ხმა“(ჟ. კოქტო) და „თავისუფალი წყვილი“ (დ. ფო). რეჟისორის შემოქმედებითი ცხოვრება ასევე დაკავშირებულია ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და შ. რუსთაველის ეროვნულ თეატრებთან.

სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული - 2021 წლის 8 დეკემბერს და 2022 წლის 14 თებერვალს, თუმცა ორივე კონკურსი ჩაიშალა.

„ამჯერად, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურის მინისტრმა ნაწილობრივ გამოიყენა დისკრეციული უფლება საკუთარი შეხედულებით შეარჩიოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა, თუმცა, მან, ამავდროულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატი, რეჟისორი დავით ნიკოლაძე განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭომ ხმათა უმრავლესობით დადებითად შეაფასა მოცემული კანდიდატურა და მხარი დაუჭირა მის დანიშვნას სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე”, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები