სალომე სამადაშვილი - შეკითხვა დაისვა მათი მხრიდან: დაეხმარება თუ არა დეპოლარიზებას ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გაგზავნა

თუ ხელისუფლება იზიარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოსაზრებას,  რომ დეპოლარიზაცია არის საჭირო, მაშინ შესაძლებელია მოიძებნოს ამის გზა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

სამადაშვილის  თქმით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორებმა და კონგრესმენებმა  ოპოზიციის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე შეკითხვები დასვეს იმასთან დაკავშირებით,  შეამცირებს თუ არა  პოლარიზაციას  პატიმრობაში მყოფი საქართველოს  მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ  გადაყვანა. 

"შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის პატიმრობა დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ართულებს, მათ შორის  პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს.  შეკითხვა დაისვა მათი მხრიდან - დაეხმარება თუ არა დეპოლარიზებას ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გაგზავნა. მათ ქონდათ ეს შეკითხვა,  რაზეც ყველა მონაწილისგან დადასტურება მიიღეს, რომ დიახ, ეს იქნება ხელისშემწყობი ქვეყანაში დეპოლარიზაციის თვალსაზრისით. გასაგებია, როდესაც სააკაშვილი არის მძიმე ვითარებაში, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხეში,  ეს აღმავებს პოლარიზაციას. ჩვენ თუ ვსაუბრობთ,  რომ პოლარიზაცია პრობლემაა, ასევე  უნდა ვისაუბროთ რა შეიძლება იყოს ამის შემცირების ხელშემწყობი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, „ლელოს“ პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა უნდა მოხდეს.  

"მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა,  რომ სურს ქვეყანა დატოვოს და აღარ აქვს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში საქმიანობის. ეს თქვა მან საჯაროდ.  თუ ხელისუფლება იზიარებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოსაზრებას,  რომ დეპოლარიზაცია არის საჭირო, მაშინ შესაძლებელია მოიძებნოს ამის გზა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები