გაერო-ს გენერალური მდივანი 26 აპრილს პუტინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან პირისპირ შეხვედრას დათანხმდა. ის გუტიერეშს მოსკოვში 26 აპრილს უმასპინძლებს.

ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ცნობილია, რომ გუტიერეშის ვიზიტის პროგრამაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაც შედის.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ცალ-ცალკე პირისპირ აუდიენციის მოთხოვნით, ოფიციალური წერილი გუტიერშმა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს 19 აპრილს გადასცა.