რამაზ საყვარელიძე - სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, პირიქით გაზრდის

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, პირიქით გაზრდის,  -  ამის შესახებ  Front News-ს  პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ  განუცხადა. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დათმობას სისუსტედ გაასაღებს და კიდევ უფრო გააქტიურდება. 

"მეეჭვება, რომ პოლარიზაციის შემცირება მოიტანოს  სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანამ. დავუშვათ,  გადაიყვანეს სააკაშვილი სადმე სხვაგან, რა დღევანდელ პირობებში იქედან ინფორმაციის გადმოცემა გართულდება? პირიქით, ეს პოლარიზაციას გაზრდის,  თუნდაც იმიტომ რომ მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“  თავისი მხარდამჭერების წინაშე დაიწყებს მტკიცებას, რომ მათ მიაღწიეს სააკაშვილის გადაყვანას,  რომ მათ შეუძლიათ ხელისუფლება აიძულონ გადადგან ესა თუ ის ნაბიჯი. როგორც კი ამაში დარწმუნებული იქნება ამომრჩეველთა რაღაც ნაწილი, უფრო მძაფრ დაპირისპირებაზე წავლენ და ეს გაზრდის პოლარიზაციას“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, პატიმარი თუ ციხეში საჭირო სერვისებს ვერ იღებს, მაშინ ეს ყველა პატიმრის მიმართ უნდა შეიცვალოს. 

"ხელისუფლებამ,  ალბათ, გარკვეული ლოგიკა უნდა დაიცვას. სხვა ქვეყანაში გადაგყავს, რა შენთან სამედიცინო მომსახურება არ ვარგა?  რა არ ვარგა,  მისი როგორც პატიმრის რეჟიმი არ ვარგა,  თუ მისი სამედიცინო მომსახურება? თუ მისი,  როგორც პატიმრის რეჟიმი არ ვარგა, მაშინ ეს ერთნაირად უნდა ეხებოდეს ყველა პატიმარს, მაშინ საკითხი არის არა სააკაშვილის უცხოეთში წაყვანაზე, არამედ პენიტენციური სისტემის პატიმრების ცხოვრების წესზე“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

თუმცა,  მისივე განცხადებით, სააკაშვილისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას განაპირობებს მისი განცხადებები რევოლუციასა და ხელისუფლების დამხობაზე. 

"არ ვფიქრობ,  რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება პრობლემურია.  პირველი შემთხვევა არის ყოფილი პრეზიდენტის, ან პრემიერის დაკავების? მე რამდენადაც ვიცი,  ცდილობენ ანგარიში გაუწიონ მის დონეს.  მაგალითად,  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის მისჯილი აქვს შინა პატიმრობა, მაგრამ სარკოზი არ გამოდის და არ აცხადებს ხელისუფლება დავამხოთ და რევოლუცია მოვახდინოთო. სააკაშვილი სასამართლოში სიტყვით რომ გამოდის, აცხადებს,  რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლებაო და არანაირ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს რევოლუციურ გადატრიალებას. სააკაშვილისგან განსხვავებით, სარკოზი სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა  საყვარელიძემ.  

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო დამძიმდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მის სამკურნალოთ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს, ამასთან აცხადებს, რომ ვიდრე მესამე პრეზიდენტი ციხეშია, ქვეყანაში  პოლარიზაციის ხარისხი ვერ შემცირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები