ნიკა მელია - გიორგი მარგველაშვილი გახდება "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას  მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  რომ თავად პარტიას ტოვებს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიშნება.

მელიას თქმით, ეს  თემა სუსმა ბიძინა ივანიშვილითან დაკავშირებული  საერთაშორისო სკანდალის გადასაფარად მოიგონა. 

"გიორგი მარგველაშვილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი,  ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი.

ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია „იმედში“, „რუსთავი 2-ში“, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გახვეული და მოიგონეთ ეს“, - განაცხადა მელიამ.

"რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები