სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 

ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები. საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები