ელენე ხოშტარია - ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს განისაზღვრება არა იმით, ივანიშვილი რას იტყვის, არამედ იმით, ჩვენ როგორ მოვიქცევით

ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს განისაზღვრება არა იმით,  ივანიშვილი რას იტყვის, არამედ იმით,  ჩვენ როგორ მოვიქცევით,  -  ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ  განაცხადა. 

მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და ქვეყნისთვის დამაზიანებელია ყველა ქმედება, რომელიც მის მიზნებს ემსახურება. 

"ჩვენი ქვეყნის მომავალი დღეს განისაზღვრება არა იმით,  ივანიშვილი რას იტყვის, მან თავის თავს უკვე გამოუტანა განაჩენი, არამედ იმით,  ჩვენ,  ყველა,  ინდივიდუალურად როგორ მოვიქცევით. დღეს თუ სიმართლეს არ იტყვი,  რომ არ შეიძლება იარაღის მიმწოდებელთან „ბორეკნათი“ იყო და ხვალ გააგრძელო მშვიდად ცხოვრება, ნურავის ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ასევე ყველა ის დეპუტატი, რომელიც დღეს ჩამწკრივდა და... როგორ შეიძლება კაცმა შენ თავს პატივი არ სცე და ის სისულელეები და ტყუილები ილაპარაკო?!  სირცხვილია ყველა ის სიტყვა და ქმედება, რომელიც მას უწყობს ხელს. 

ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. არჩევანი გვიდგას  საქართველოს მოქალაქეებს, ვიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, ვეწინააღდეგებით ამ სისხლისღვრას თუ არ ვეწინააღდეგებით, ეს ძალიან მძიმე  პასუხისმგებლობაა“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები