ელენე ხოშტარია - ეს არის კიდევ ერთი უტყუარი საბუთი ივანიშვილის რუსი ოლიგარქობის და მისი სანქცირების აუცილებლობისა

ეს არის კიდევ ერთი უტყუარი და მძიმე საფუძველი ბიძინა  ივანიშვილის რუსული ოლიგარქობისა და მისი სანქცირების აუცილებლობისა, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ  განაცხადა.

ხოშტარია ივანიშვილის ბიზნეს კავშირების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას  გამოეხმაურა.

მან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ივანიშვილთან დაახლოებული სანქცირებული რუსი ბიზნესმენის  ვლადიმერ ევტუშენკოვის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რაც მისი თქმით, კიდევ ერთი მიზეზია ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობისა.  

„მინდა გამოვეხმაურო „საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესებთან დაკავშირებით.  აქ მოყვანილია, როგორც მისი ოფშორული ბიზნესები, ისე მისი ნათესავების მონაწილეობა ბიზნესში და მათ შორის პარტნიორობა სანქცირებულ ადამიანებთან. ეს ადასტურებს წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით რუსეთის გავლენას საქართველოზე, რასაც ის უარყოფდა და ადასტურებს ტყუილს, რომ თითქოს ის გამოსული იყო რუსეთის ბაზრიდან და ლოგიკურად ხსნის მის მოქმედებებს  წლების განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე გვაფიქრებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არის კიდევ ერთი უტყუარი საბუთი ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქობისა და მისი სანქცირების აუცილებლობისა. 

გარდა ამისა,  მე მინდა დამატებით ინფორმაცია წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის მეგობარ „ბორენკა“ ევტუშენკოვთან დაკავშირებით. თითქოსდა ევტუშენკოვი არის ბიზნესმენი,  ასეთი შეფასება მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ დაბნეული წარმომადგენლებისგან, მინდა ჩამოვთვალო 4 ფაქტი მის შესახებ. 

1. ის იყო პუტინის სამხედრო ოპერაციების  აბსოლუტურად ყველა დანაშაულის მონაწილე. სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა და სამხედრო აღჭურვილობით  ამარაგებდა მათ. იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა,  დაასახლა, მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში მოწყობისთვის. 

2.  მის მმართველობაშია მსოფლიო სამეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობის კომპანია. 

3. ის არის რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბიზნესპარტნიორი. შოიგუს შვილის მეშვეობით მართავს კომპანიას.

4. ევტუშენკოვის კომპანია აწარმოებს დრონებს, ორიონებს, რომელიც უკრაინაში ომის დროს გამოიყენება.

ევტუშენკოვი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის აწ უკვე დადასტურებული ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი, არის სამხედრო კრიმინალი, სანქცირებული დამნაშავე უკრაინის და არამხოლოდ სამხედრო ოპერაციებში, რაც პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილს და არის კიდევ ერთი საფუძველი მისი სანქცირების“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები