გიორგი რუხაძე - საფრთხე იმისა, რომ საქართველო "შავ ხვრელად“ იყოს გამოყენებული, რეალობასთან ახლოსაა

რას ცვლის  ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის გამოჩენა, რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ამას და რას უნდა აკეთებდეს ამ  დროს სამოქალაქო საზოგადოება?  - ამ და სხვა საკითხებზე Front News-ს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ესაუბრა. 

- ჩვენ მივიღეთ არაერთი გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან,  საფრანგეთიდან, რომ საქართველო შეიძლება გამოიყენონ სანქციებისაგან თავის არიდების „შავ ხვრელად“, ასევე იყო  უკრაინის ბრალდებები კონტრაბანდული გზების შესახებ.   დარწმუნებული ვარ,  რომ არ ჰქონოდა ამის რაიმე საფუძველი, ან საფრთხის შემცველი ინფორმაცია, მაშინ ამ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.  უკავშირდებოდა მათი ინფორმაცია  ივანიშვილსა და რუსი ბიზნესმენების ურთიერთობის  საკითხს,  თუ კიდევ სხვა ინფორმაცია არსებობს,  ეს ჩვენ  არ ვიცით, მაგრამ განცხადებები და ჩანაწერის თარიღი დროში ისე ლაგდება, რომ  შესაძლოა, ეს ერთმანეთთან  გარკვეულ კავშირში იყოს. გავრცელებული სატელეფონო საუბრის სინამდვილე დაადასტურა მეორე მხარემაც. 

რეალურად, ამ სატელეფონო საუბრიდან აშკარად ჩანს,  რომ ის კაცი - ევტუშენკოვი ივანიშვილს რაღაც დახმარებას, ან თანამშრომლობას სთხოვს.

ეს რომ იყოს მხოლოდ ამ ბიზნესმენების საკითხი, დაასანქცირებენ თუ არა მათ,  ეს ნაკლებმნიშვნელოვანი   იქნებოდა, მაგრამ  პრობლემა მდგომარეობს იმაში,  რომ ივანიშვილი დასანქცირებულ კაცთან  თანამშრომლობისთვის გზავნის ქვეყნის პრემიერს.  დაწმუნებული ვარ, ეს  კიდევ ერთი მინიშნება იქნება უკრაინელებისა და სხვა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ნდობა ამ საკითხებში არ შეიძლება,  გამომდინარე იქედან, რომ  ივანიშვილი კვლავაც აძლევს დავალებებს საქართველოს ხელისუფლებას.  ეს  ნიშნავს,  რომ კვლავაც ჩრდილოვანი გავლენებით იმართება ქვეყანა.  ამას ემატება ის,  რომ პრემიერს ეუბნება, წადი და შეხვდი დასანქცირებულ რუს ბიზნესმენს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უბიძგებს ამ  „შარში გახვევისკენ“. იქ გარიგება შედგა თუ არა, ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერი  სხვისი დავალებით, ან ბრძანებით, ხვდება დასანქცირებული რუსი ბიზნესმენის წარმომადგენელს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ  საფრთხე იმისა რომ საქართველო გახვეული იყოს ამ ტიპის გარიგებებში, მეტიც „შავ ხვრელად“ იყოს გამოყენებული,  რეალობასთან  ახლოს არის. ივანიშვილს დაასანქცირებენ, თუ სხვა რომელიმე ბიზნესმენს, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა ქვეყნის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სანქციების გვერდის ავლაში,  შესაძლოა,  საქართველოს ხელისუფლების  პირველი პირები იყვნენ  ჩართულები. 

- აქედან გამომდინარე, რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

- ქვეყნის ხელისუფლებას თუ დადებენ ბრალს ამ ყველაფერში, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, დასავლური ინტეგრაცია და ევროპული მომავალი,  ეს ყველაფერი  ფარატინა ფურცლად იქცევა.  როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს განაცხადი ქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების და თან კიდევ რუს სანქცირებულ ბიზნესმენებთან თანამშრომლობდეს? 

- რამდენად მოსალოდნელია, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ  გაითვალისწინოს ეს საფრთხე და თავი დააღწიოს პუტინის ოლიგარქების გავლენებს?

- ამ გავლენების ქვეშ მას რომ არ უნდოდეს ყოფნა, შექმნილი სიტუაცია, ის რაც დაკავშირებულია უკრაინასთან იძლევა შესაძლებლობას, რომ დისტანცირდე რუსეთისგან. შესაბამისად, თუ მას ამ შესაძლებლობის გამოყენება უნდა, ეს შესაძლებლობა ახლა აქვს. მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემად არ მიიჩნევს  რუსულ გავლენას,  პირიქით,  ივანიშვილი და მისი გუნდი კომფორტულად გრძნობს თავს ამ სამყაროში. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიათრევს იქ, სადაც თვითონ თავს კომფორტულად გრძნობს. ილუზიები არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ზეწოლის ქვეშ არის. ზეწოლა კი არა, ის არის მისი სამყარო, თვითონ მიიწევს იქეთ და მიგვექაჩებიან ჩვენც. თავისუფალ სამყაროში, სადაც პოლიტიკოსებს ხალხთან ანგარიშვალდებულება აქვს,  სადაც პრემიერ-მინისტრებს ასე ვიღაცები ვერ ურეკავენ და ვერ ეუბნებიან, წადი ახლა და ვიღაც ალის შეხვდი,  მათ ცხოვრება  არ შეუძლიათ.

- რა რეაქცია იქნებოდა საზოგადოების მხრიდან  დასავლურ სამყაროში, თუკი ასეთი ინფორმაცია გასაჯაროვდებოდა, რაც ამ ჩანაწერით ხდება ცნობილი? 

- ნებისმიერ ცოტა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი სატელეფონო საუბარი რომ გამოსულიყო გარეთ, შინაარსის მიუხედავად, ასეთი დამოკიდებულება როდესაც არის ვიღაცის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი, რომ შეუძლია დაავალოს რაღაც და გააკეთებინოს, საზოგადოებას ექნებოდა ძალიან მწვავე რეაგირება. როგორ შეიძლება ქვეყანა მართოს ადამიანმა, რომელიც არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და მართულია სხვის მიერ? ვინ შეხვდება ასეთ პრემიერ-მინისტრს, მაკრონი შეხვდება, თუ ბაიდენი? ეს ხელ-ფეხს უკრავს ქართულ სახელმწიფოს,  როდესაც მისი პირველი პირი რეპუტაციულად არის აბსოლუტურად განულებული. ასეთი რაღაცეები თუ საზოგადოებამ გაატარა და ამაზე რეაქცია არ ექნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

- ანუ, შეიძლება ითქვას,  თუ როგორ რეაგირებს ამ ფაქტზე,  ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვისაც?

- რა თქმა უნდა, აქ ჩანს, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება თუ საბჭოეთის წევრები. თუ ჩვენ ამას ვეგუებით და ვთვლით, რომ ნორმალურია, რომ ასე იმართებოდეს სახელმწიფო, პრემიერ-მინისტრს დავალებებს აძლევდეს ერთი კონკრეტული პირი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს, მიუხედავად მისი ფინანსებისა და გავლენისა,  თუ ამას ეგუება ქართული საზოგადოება, მაშინ ჩვენ ვეგუებით ჩვენს საბჭოთა წარსულს და ვამბობთ, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა კი არ ვართ, არამედ რაღაც პოსტსაბჭოური ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი, სადაც უბრალოდ, ვარსებობთ. 

ირინა მაკარიძე 
Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები