"ევროპის უნივერსიტეტი" ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მფლობელი გახდა

"ევროპის უნივერსიტეტი" ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მფლობელი გახდა, რომელიც ბაზარზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სახელით იქნება წარმოდგენილი.

ააიპ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა უხელმძღვანელებს, ამასთანავე შენარჩუნდება ჰოსპიტალში არსებული მენეჯმენტი და დაემტება მმართველი საბჭოც.

"ევროპის უნივერსიტეტის“ მენეჯმენტი ჰოსპიტალს სხვადასხვა დარგებს დაამატებს და ის უახლოეს მომავალში მრავალპროფილური ფუნქციით იქნება დატვირთული.

მენეჯმენტის ინფორმაციით, „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ კლინიკაში დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ.

ამასთან, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი 25 წლის წინ ამერიკელმა ქველმოქმედმა ქალბატონმა ჯო ენ მაკგოვენმა  ქართველ ქირურგებთან ერთად დააფუძნა. წლების მანძილზე, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სახელთან ასოცირდება ქვეყნის ნომერ პირველი კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისების სრული სპექტრი. მოგვიანებით, მან მრავალპროფილური ფუნქცია შეიძინა და გარკვეული სახის მიმართულებები დაემატა. დღეიდან კი, სამედიცინო ბაზარზე საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სახელით იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები