ოზურგეთის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

ოზურგეთის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში  გადაიზარდა. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც რეორგანიზაციის საკითხი უნდა განხილულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თათია ნიკოლაიშვილმა დასვა კითხვა, თუ რატომ აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან ძალადობრივი ორგანიზაციის „ალტ ინფოს“ წევრებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის აიპებში არიან დასაქმებული, ამ ფონზე კი სამსახურებიდან ათავისუფლებენ მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ნიშნის მქონე ადამიანებს. 

დეპუტატის ამ კითხვას  დაპირისპირება მოყვა.  „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპონენტებს ომის და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს უწოდებდნენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ქეთევან ხომერიკმა ტრიბუნასთან აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ოპოზიციის სურვილი ქვეყანაში  ომი დაწყებაა, რასაც არ დაუშვებენ. 

ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები