მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაზისუბანში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვლელობის დღეს მსგავსი მცდელობა უკვე იყო. ბრალდების მხარის თქმით, მამასა და შვილს კონფლიქტი იყო, იმის გამო, რომ გიორგი ბეროზაშვილი მამის კუთვნილი 21 000 დოლარს დაეუფლა და ნაწილი ტოტალიზატორში დახარჯა. პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განმარტებით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა.

გამოძიების ინფორმაციით, წლების განმავლობაში მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო, გიორგი ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა. მათივე ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, გიორგი ბეროზაშვილმა კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო – კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა.

დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები