ნატო პოლონეთსა და ალიანსის რვა სხვა წევრ ქვეყანაში სამხედრო წვრთნებს იწყებს

ნატო პოლონეთსა და ალიანსის წევრ რვა ქვეყანაში სამხედრო წვრთნებს - „ევროპის დამცველი“ და „სწრაფი რეაგირება“ იწყებს, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„2022 წლის 1 მაისიდან 27 მაისამდე, წვრთნები Defender Europe 2022 (DE22 - „ევროპის დამცველი“) და Swift Response 2022 (SR22 - „სწრაფი რეაგირება“) პოლონელი ჯარისკაცების მონაწილეობით ჩატარდება“, - აღნიშნულია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

უწყება აღნიშნავს, რომ Defender Europe 22 საერთაშორისო ერთობლივი და რეგულარული სწავლებაა, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ, რათა გაზარდოს მზადყოფნა და თავსებადობა აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.

წვრთნებში, რომელიც პოლონეთისა და ნატო-ს 8 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება, საერთო ჯამში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან 18 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 7000-მდე ჯარისკაცი და 3000 ერთეული ტექნიკა პოლონეთშია დისლოცირებული. 

პოლონეთის არმიის ჯარისკაცების გარდა, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

მსგავსი სიახლეები