გია ცაგარეიშვილი ჟიგიმანტას პავილიონისზე - "ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გარე სპიკერს ჩართავს იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველო აცდენილია ევროპულ გზას და ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია

ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის სეიმის გადაწყვეტილებით გააძევეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან სწორედ ამგვარი უკმეხი ცინიკური, გაუგებარი განცხადებების გამო, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების და სხვა მთავრობების წინააღმდეგ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების კომენტირებისას იმის თაობაზე, რომ ევროპის და მსოფლიოს მომავალი ფორმირდება იმ ქვეყნების მიერ, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. დღეს საქართველო გაცილებით ახლოსაა რუსეთთან ვიდრე უკრაინასთან.

მისი თქმით, შეიძლება ითქვას, პავილიონისი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტია და სამწუხაროა, რომ დასავლური ქვეყნის პარლამენტის წევრი ომის პარტიის მხურვალე გულშემატკივარია. 

"ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის გარე სპიკერის, ბატონი პავილიონისის განცხადებები, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე გულშემატკივარი იყო ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ერთ-ერთი აქტივისტია და ბუნებრივია, იგი წარმოაჩენდა აბსოლუტურად ამორალური თვალსაზრისით, როცა პრორუსობას აბრალებს საქართველოს მთავრობას, როცა ამბობს, რომ ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ ექნება, არამედ ექნება უკრაინას და მოლდოვას. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ლიეტუვის სეიმის გადაწყვეტილებით გააძევეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. სწორედ ამგვარი უკმეხი ცინიკური, გაუგებარი განცხადებების გამო, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების და სხვა მთავრობების წინააღმდეგ. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველა ამგვარ გარე სპიკერს ჩართავს იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველო აცდენილია ევროპულ გზას, რომ ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ამ ბატონის სიტყვას ჩირის ფასი აქვს, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყბედობას აქვს ჩირის ფასი. ვფიქრობ, ამგვარი გამოხტომები ამინდის შემცვლელი ვერ იქნება ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში და ვერც ლიეტუვა-საქართველოს ძმურ, მეგობრულ ურთიერთობებში. პავილიონისი დიდი ხნის გაშიფრულია თავისი დაუფარავი ლტოლვით მიხეილ სააკაშვილისადმი და სამწუხაროა, რომ დასავლური ქვეყნის პარლამენტის წევრი ასეთ უკუღმართ საქმიანობაშია მხილებული, შემჩნეული და აქაური ომის პარტიის გულმხურვალე გულშემატკივარი. არც მას, არც სხვას, არ გამოუვათ ის რაც უნდათ საქართველოს ომში ჩართვა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასამარება და რუსეთუმეობის იარლიყის მოწეპება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფელებისთვის. არაფერი არც პავილიონისს, არც ლორთქიფანიძეს, არც სააკაშვილს და არც გია ბარამიძეს არ გამოუვა“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები