გუბაზ სანიკიძე - მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა თუ არა ვინმეს, უკრაინის ომზეა მიბმული, ამას აუცილებლად ექნება რეზონანსი

მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა თუ არა ვინმეს, უკრაინის ომზეა მიბმული, ამას აუცილებლად ექნება რეზონანსი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ხალხი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქამდეც იკრიბებოდა, თუმცა პოლიტიკოსებმა ამ პროტესტს სწორი მიმართულება ვერ მისცეს, ახლა კი  პროცესს სათავეში ექსპრეზიდენტის ოჯახი უდგება. 

"აქამდეც იკრიბებოდა  ხალხი, მაგრამ არ იყო სწორად მიმართული,  აქამდე არ ყავდა დამგეგმავი, ახლა ყავს დამგეგმავი ყველაზე ლეგიტიმური,  რაც შეიძლება იყოს, ეს არის ოჯახი. ახლა  გვაქვს საშუალება,  თუ დიდ აქციას ერთხელ მაინც დავაფიქსირებთ, მაშინ ეს პროცესი გაცილებით სწრაფად წარიმართება, ისე არაფერი გამოვა. 

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები გაფაციცებით ეძებენ ასეთ რამეს, ეს პროცესი უკრაინის ომზეა მიბმული.  სააკაშვილის თემა მოსწონს ვინმეს თუ არა, სააკაშვილი არის გამტარი უკრაინასა და საქართველოს შორის. ყველა ვარიანტში ექნება დიდი რეზონანსი. რაც უფრო დიდი აქციები იქნება, ხანგრძლივი და მშვიდობიანი, რა თქმა უნდა, მით უფრო დაჩქარდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უკრიანის არმიის გამარჯვების შემდეგ საქართველოს გათვისუფლებაც ამ მტარვალი რუსული ხელისუფლებისგან“, - განაცხადა სანიკიძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს გადარჩენა ახლა უკრაინის საკითხზეა მიბმული. 

"ჩვენს ვართ ჩახსნილი ვაგონი, შუა ტყეში მიტოვებული, ბიძინამ ჩახსნა ეს ქვეყანა. უკრაინა არის ორთქმავალი, რომელმაც უნდა გაგვათრიოს ამ უღრანი ტყიდან. სხვა რა შანსი გვაქვს, აგერ რუსული ადმინისტრაცია გვიზის და ძვრა ვერ ვუყავით?!“- განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები