სოფელ რიონში სერგეი მესხის სახელობის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, სერგეი მესხის სახელობის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ასევე სკოლაში ევროკავშირის მხარდაჭერით, LAG წყალტუბოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი და ინტერნეტით უზრუნველყოფილი ბიბლიოთეკა მოეწყო. 

სოფელ რიონის სკოლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მამუკა ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა. 

"ჩვენი პრიორიტეტი არის განათლებული და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდა მიხარია, რომ სოფელ რიონში ახალგაზრდებს კომფორტულ გარემოში შეუძლიათ მოაწყონ სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ასევე აქვთ შესაძლებლობა სასწავლო პროცესში გამოიყენონ ინტერნეტი“, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. 

სპორტულ დარბაზში გამოიცვალა იატაკი, მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად რიონის სკოლაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერის წარმომადგენელი მიხეილ კეზევაძე, საკრებულოს წევრები: მაკა ჭელიძე, გრიგოლ მაღლაფერიძე, გიორგი ფაჩუაშვილი, არჩილ ღიბრაძე და მერის მრჩეველი ნესტორ აფხაძე იმყოფებოდნენ. 

სოფელ რიონში სერგეი მესხის საჯარო სკოლაში ამჟამად 85 მოსწავლე სწავლობს

უახლესი ამბები