მირდატ ქამადაძე - გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთელ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა

გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთელ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს და დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა, - ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა მირდატ ქამადაძემ ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

პარტიის წევრები დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეეგუონ ხელისუფლების რეპრესიებს. 

"დაკავებულია საკრებულოს  ყველა დეპუტატი  და  უმაღლესი  საბჭოს სამი დეპუტატი.  გუშინ პოლიციამ პირდაპირ  მიიღო დავალება, რომ ეს პროტესტი,  რომელიც მიმდინარეობდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნის მიზნით, არ ყოფილიყო განგრძობადი და გადამდები, სწორედ ამიტომ ქართულმა პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. 

ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე დემოკრატიაზე საუბარი არის მტკნარი სიცრუე,.. მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობის საელჩოებს, სახალხო დამცველს, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთელ ცხადყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს, რომ დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა, რომ აზრის და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრების და მანისფესტაციის უფლება ჩამოერთვა ხალხს, შესაბამისად, ჩვენ ან ამას ვეგუებით, ან ვაგრძელებთ ბრძოლას. მიგვაჩნია, რომ ასეთ მონობასთან შეგუება შეუძლებელია, ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.  

ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს.  ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები. ისინი პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

უახლესი ამბები