ელგუჯა ბაგრატიონი - სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ჩვენ არ გავჩერდებით

ჩვენ გუშინ ვნახეთ, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე, გუშინ ვნახეთ არა პოლიციელები, არამედ რუსული მილიციელები, საბჭოთა მილიციელები, როლებიც არბევდნენ, სცემდნენ არა მარტო კაცებს, არამედ ქალბატონებს, რომლებიც თმებით ათრიეს და გადაიყვანეს საპატიმროში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე განაცხადა.

"22 ადამიანი დააკავეს. აუცილებლად ამისთვის ნორმალურ სახელმწიფოში, როცა დემოკრატიული სახელმწიფო იქნება და ეს ძალიან მალე იქნება დამერწმუნეთ, ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევთ. ახლა მოგიწოდებთ, რომ ის 22 ადამიანი, რომელიც გუშინ ტყვეობაში აიყვანეთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ჩვენ არ გავჩერდებით. მიუხედევად იმისა, რომ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა მოგვიწია რაღაც ცვლილებების შეტანა იმ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს აქციები გაჩერდება. რა ნაბიჯებით, როგორ ამ ყველაფერს უახლოეს საათებში გეტყვით, მაგრამ მინდა იცოდეთ, ეს იქნება ბოლომდე პრინციპული, მიმწოლი და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნება საფრთხეში.  ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. სახლში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია", - განაცხადა ბაგრატიონმა.

უახლესი ამბები