ხვალ პარლამენტთან აქცია - "9 მაისი - რუსეთის სირცხვილის დღე" გაიმართება

8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ აქცია სახელწოდებით  „9 მაისი - რუსეთის სირცხვილის დღე“ გაიმართება, რომელშიც  მონაწილეობას ქართველებთან ერთად უკრაინელები მიიღებენ. 

"დღეს შევიკრიბეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩამოვიდნენ ომიდან.  მათ გაიარეს ის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვზარავს. მათ გაიარეს ჯოჯოხეთი, რომელიც გავლილი აქვთ ასევე არაერთხელ ჩვენს მოქალაქეებს, გავლილი აქვთ იმ გმირებს,  რომლებიც ჩვენს ნაცვლად ებრძოდნენ ამ ბოროტებას.  

ხვალ არის 8 მაისი,  დღე,  როდესაც 77 წლის განმავლობაში მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას. დღეს ჩვენ ერთად, ჩვენ და უკრაინელები ვამარცხებთ რაშიზმს. 

8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

აქცია პარლამენტის წინ, ხვალ, 14:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები