ელენე ხოშტარია - ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლებების კიდევ ერთი მორიგი უხეში დარღვევა, რომელსაც სამწუხაროდ, შეგვაჩვიეს

ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლებების კიდევ ერთი მორიგი უხეში დარღვევა, რომელსაც სამწუხაროდ,  შეგვაჩვიეს, -  ასე გამოეხმაურა "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია ბათუმში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს. 

მისი თქმით, იმ დროს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ცდილობს,  ასეთი ფაქტები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.  

"მშვიდობიანი პროტესტის დროს და აზრის გამოხატვის თავისუფლების ადგილას ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლებების კიდევ ერთი მორიგი დარღევა. უხეში დარღვევა, რომელსაც ჩვენ შეგვაჩვიეს სამწუხაროდ, რომელიც გახდა ნორმა. როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ თავისუფალი მოქალაქეები აქტივისტები ხან სტიკერების გაკვრისას, ხან კარვის გაშლისას, ხან ღარიბაშვილზე რაიმე აზრის წარმოთქმისას პირდაპირ ხდებიან პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. მინდა შევახსენო საზოგადიოებას, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ გააგზავნა ევროკავშირის კითხვარზე პასუხი და დღეს ჩვენ გამადიდებელი შუშის ქვეშ ვიმყოფებით დემოკრატიის კუთხით.  ასეთი ფაქტები დამატებით აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტერესებს“, - განაცხადა ხოშტარიამ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ მოკლე ხანში ბათუმში ჩავა და პირადად შეხვდება აქტივისტებს. 

ბათუმში მშვიდობიან აქციაზე  დაკავებული 25 პირიდან 3 გაათავისუფლეს, ორი მათგანი ქალია, ერთი კი არასრულწლოვანი. დაკავებულებს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებს ედავებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები