ბელგოროვკაში რუსების მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა

ლუგანსკის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფელ ბელგოროვკაში რუსეთის მიერ სკოლის შენობაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას სულ მცირე 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთმა ლუგანსკის რაიონის სოფელ ბელგოროვკაში მდებარე სკოლის შენობაზე დარტყმა გუშინ საღამოს განახორციელა, სადაც 90 ადამიანი აფარებდა თავს.

მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნანგრევებიდან 30 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო დარჩენილი 60 პირი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

"სავარაუდოდ, შენობების ნანგრევებში დარჩენილი 60-ვე ადამიანი დაიღუპა. ეს არის „რუსული სამყაროს“ ნამდვილი სისასტიკე: სკოლის ცინიკური დაბომბვა, რომელიც თავშესაფარია, ბავშვების მკვლელობა პრივოლიეში. რუსებისთვის სულ ერთია, ვის მოკლავენ. არ შეუძლია სამხედროს მოკვლა – დაუცველ ბავშვს მოკლავს”, – წერს გაიდაი.

მსგავსი სიახლეები