აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკაიას შეხვდა. მათ უჟგოროდში ერთ-ერთი სკოლა დაათვალიერეს, სადაც საომარი მოქმედებების ადგილებიდან წასული მოქალაქეები იმყოფებიან.

"პირველი ლედი ბაიდენის ვიზიტი არის აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება“, - აღნიშნულია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.

ჯილ ბაიდენის ვიზიტი არ დაანონსებულა და დახურული იყო მედიისთვის. შეხვედრას მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახური ესწრებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის მან უკვე დატოვა უკრაინა.

მსგავსი სიახლეები