ლევან ხაბეიშვილი - როგორც კი საქმე მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია, რომ ივანიშვილი წინა პლანზე გამოდის

როგორც კი საქმე მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია, რომ ივანიშვილი წინა პლანზე გამოდის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკი ივანიშვილს უკვე პოტენციურ სანქცირებულთა შორის მიიჩნევს. 

"როცა საქმე უკრაინაში გენოციდს,  ან ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ან გაჭირვებას  ეხება,  ბიძინა ივანიშვილს ეს არ ახსოვს, როგორც  კი მის მილიონებს ეხება საქმე, ცხადია, რომ ის წინა პლანზე გამოდის. 

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბანკი ბიძინა ივანიშვილს ეუბნება, შენ დავა კი მოგვიგე, მაგრამ შენ ვერ და არ მოგცემთ თანხას, მივცემთ შენი ნდობით აღჭურვილ კომპანიას. იმიტომ რომ შენ ჩვენთვის უკვე სანქცირებული ხარ, შენ გიყურებთ როგორც რუს ოლიგარქს და მათთან დაახლოებულ პირს. შენ რომ მოგცეთ ეს თანხა,  უკვე შესაძლოა, გაიყინოს, აი წუთი წუთზე ველოდებით, რომ შენზეც იქნება სანქციები“, - აცხადებს ხაბეიშვილი. 

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან დავაზე  საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების გამართვას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები