მამუკა მდინარაძე "მთავარ არხს“ - რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს ნინო წილოსანს? ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი, ეს თქვენ მას უბრალოდ დააბრალეთ

რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს ნინო წილოსანს? მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის და პუტინის ჩამატება განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე დასმული კითხვის პასუხად. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ნინო წილოსანმა აბსოლუტურად სხვა რამ თქვა და შეიძლება მისი ნათქვამი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ არა იმის დაბრალების საშუალებას, რაც ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა დააბრალეს. 

"ნინო წილოსანის კონკრეტული კომენტარი შეიძლება სხვასაც არ მოწონებოდა, მაგრამ არა იმ ფეიკის კუთხით, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ. ერთადერთი, არმოწონების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ მისი სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, სამწუხაროდ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი. მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის, პუტინის ჩამატება იმ განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ. რატომ მოგიწიათ იმ ტყუილის თქმა, თუ მისი განცხადება ასე გასაკრიტიკებელი იყო, როგორი ბულინგიც და შეტევაც ამ ადამიანზე მიიტანეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ნინო წილოსანმა თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ასეთი შეურაცხყოფა? ვინმე თუ დაგიდასტურებთ, რომ თქვა? თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, სხვა რამეა, თქვენ რატომ მოგიწიათ მაშინ იმის დაწერა, ან თქვენი პარტიის ტელევიზიებს, რომ პუტინსაც კი არ მიუყენებიაო, რატომ მოატყუეთ საზოგადოება? რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს თავად ნინო წილოსანს? როგორ არ დაგიწერიათ, გაჩვენებთ სადაც ჩაამატეთ სიტყვა პუტინი და რუსეთი. ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგას, შეიძლება მასაც არ მოეწონოს ჩემი ეს განმარტება, რომ მისი ნათქვამი წინადადება იძლეოდა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, (თუმცა ის არაფერს არასწორს არ გულისხმობდა), თუმცა, არა იმ სიბინძურის დაბრალების შესაძლებლობას, რაც მას დააბრალეს, თითქოს მან თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინელებმაო, ასეთი რამ მას არ უთქვამს, ეს თქვენ მას უბრალოდ, დააბრალეთ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები