რომან გოცირიძე - ბოლო ათი წელია, "ქართული ოცნება" ენერგეტიკის სფეროში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებს

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ენერგეტიკის სფეროში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და ამის მიზეზად რუსეთთან ენერგეტიკულად დამოკიდებულება დაასახელა.

"თუ რა მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ეკონომიკაში, ამას ხედავ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ქვეყანაში მატულობს სიღარიბე, იზრდება ფასები და ამას ემატება ბოლო ათი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში. 

როდესაც ქვეყანა დამოკიდებული გახდა რუსეთზე და სერიოზული პრობლემები ჩნდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხითაც.

პრობლემა არის რუსეთი და 10 წლის განმავლობაში ვერ შეიგნო ამ ხელისუფლებამ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ რაც უფრო მეტად დავუახლოვდებით რუსეთს, მით უფრო მეტად დაზიანდება ქვეყანა და ძალიან დიდი საფრთხეები შეექმნება ეკონომიკის ბევრ მიმართულებას. ამ დარბაზში არაერთხელ ვაფრთხილებდით, მათ შორის ბატონ კალაძეს, როდესაც მინისტრი იყო, რომ ძალიან ცუდ პოლიტიკას აწარმოებდა ენერგეტიკაში, თუმცა რა პოლიტიკა? ძირითადად მათი პირადი ბიზნეს ინტერესები იყო, როდესაც „გაზპრომი“ შემოიყვანეს. ვიცით რა არის „გაზპრომი“! ის არის რუსეთის ბრძოლის იარაღი, უფრო მძიმე იარაღი ვიდრე ტანკები, ვინაიდან მას რუსეთში პროპაგანდისტული მედია საშუალებები ეკუთვნის, ხოლო დეზინფორმაცია და პროპაგანდა ეს არის მტრის იარაღი. მთელს რეგიონში ფაქტობრივად მას ეკუთვნის გაზის მომარაგების ექსკლუზიური მიწოდების უფლება და ჩვენ ვხედავთ როგორი ზემოქმედება ხდება უკრაინის აგრესიის შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები