მამუკა მდინარაძე - ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს

ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის პერიოდში პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

"ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ედგა იმ სისტემას სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებსა და პატიმრებს წართმეული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

ამ სისტემის ავტორი, კლინიკაში მისთვის მკურნალობის გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს. ყველას გვავიწყდება ამაზე მსჯელობის დროს, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს, თუ გინდათ, რომ ვიმკურნალო, მოდი, ეს პირობები შემისრულეთო. ამორალურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები