ნიკა ნარსია - ახლა ვუგროვებთ ბიძინა ივანიშვილს ფულს და ჭორვილაში მივდივართ, რომ ჩავუტანოთ

მოძრაობა "საქართველოსთვის“ და „მიშას სექტორის“  წევრები  ბიძინა ივანიშვილისათვის  ფულს აგროვებენ. "აბა, ომი გინდათ?“, „ბორეკნა შენ არ ინერვიულო და  ჩვენ აგიგროვებთ“, - ამ გზავნილებით  სამოქალაქო აქტივისტები საჩხერეში უკვე გაემართნენ. 

ისინი აქცია-პერფორმანის გამართვას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელთან გეგმავენ, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანებიან, რომლის თანახმად, დასავლეთს ბიძიონა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. 

აქტივისტების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახლა ბიძინა ივანიშვილის პირადი პრობლემების გამო დასავლეთს ადანაშაულებს და ქვეყანას პრობლემებს უქმნის. 

"ახლა ვუგროვებთ ბიძინა ივანიშვილს ფულს და ჭორვილაში მივდივართ, რომ ჩავუტანოთ. ამ ადამიანებს ჰგონიათ,  რომ ასანქცირებენ იმის გამო რომ ომში ჩართონ. ომში ჩართვა რა შუაშია, იქნებ იმიტომ ასანქცირებენ, რომ სააკაშვილი ყავს ციხეში გამოკეტილი. ბიძინა ივანიშვილის მოშორება უნდა როგორც დასავლეთს, ისე ქართველ ხალხს“,- განაცხადა აქციის წევრმა ნიკა ნარსიამ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები