ხატია დეკანოიძე - მე გთავაზობთ საგზაო რუკას, რომ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტოს

"მე გთავაზობთ საგზაო რუკას, რომ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტოს.  გთავაზობთ, საერთაშორისო ექსპერტს მისცეთ აკრედიტაცია, საერთაშორისო ექიმებს მზად ვარ თქვენთან ერთად შეგხვდე, ვისაც მოისურვებთ და გადავწყვიტოთ ექიმების საკითხი. ნებისმიერ საერთაშორისო ექსპერტიზაში, რომელიც დაადგენს კონკრეტულად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების ხარისხს, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული“,- ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ჯანდაცვის მინისტრს პლენარულ სხდომაზე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებობს ექიმების კონსილიუმი და თუ ეს კონსილიუმი გასცემს მიმართვას, რომ რაიმე სახის დამატებითი საერთაშორისო ექსპერტიზის მოთხოვნის შესახებ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"მე არ ვიცოდი ეს კონსილიუმი თუ არსებობდა. როგორც ჩანს, რაღაც კონსილიუმი არსებობს. კარგია ეს. მე მოგმართავთ კონკრეტული წინადადებებით. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მზად ვარ  თქვენთან ერთად ვიმუშაო შეთავაზებებზე, რომელსაც ახლა აქ გავაჟღერებ.თუ თქვენ ამბობთ, რომ რაიმე სახის კომისია ან კონსილიუმი არსებობს, რა თქმა უნდა, ყველანაირი ეჭვი უნდა გავფანტოთ, საერთაშორისო ექიმების ჩამოყვანით. საერთაშორისო ექსპერტიზაზეც მინდა გითხრათ. კანონში წერია, რომ მხარის მოთხოვნის  საფუძველზე შესაძლებელია ექსპერტი ჩამოვიდეს, რომელიც მოწვეულია, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამბობს რომ ექსპერტს ჭირდება აკრედიტაცია და მხოლოდ ამის მერე შეუშვებს დაწესებულებაში. ჯანდაცვის სამინისტრო, ამბობს, რომ თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება შეუშვებს, ამ შემთხვევაში მისცემს მას აკრედიტაციას. გაუგებრობა გამოდის. ანუ არ არსებობს თანხვედრა. მე გთავაზობთ საგზაო რუკას, რომ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტოს.  გთავაზობთ, საერთაშორისო ექსპერტს მისცეთ აკრედიტაცია, საერთაშორისო ექიმებს მზად ვარ თქვენთან ერთად შეგხვდე, ვისაც მოისურვებთ და გადავწყვიტოთ ექიმების საკითხი. ნებისმიერ საერთაშორისო ექსპერტიზაში, რომელიც დაადგენს კონკრეტულად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადების ხარისხს, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები