შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მაკა მალაციძე ეწვივნენ. სტუმრებმადეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა - მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დაცვის პოლიციის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ცხელი ხაზისა და ცენტრალური მართვის განყოფილების სამუშაო პროცესს გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები