პაატა გაფრინდაშვილი - ივანიშვილი არსად წასულა, ამიტომ უმჯობესია, ანგარიშვალდებული იყოს ხალხთან

დაბრუნდება-არ დაბრუნდება პოლიტიკაში, - ჯერ ერთი,  ივანიშვილი არსად წასულა, ამიტომ  უმჯობესია,  ანგარიშვალდებული იყოს  ხალხთან, -  ამის შესახებ Front News-ს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა საქართველოს  ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, თუ ივანიშვილი კერძო პირია, გაუგებარია მმართველი პარტიის  რესურსი რატომ იხარჯება კერძო პირის კერძო დავის  საკითხის განხილვაზე. 

"ბატონმა ივანიშვილმა თქვა,  რომ ის პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა,  ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ის პოლიტიკიდან არ წასულა. ის  დღემდე რჩება გადაწყვეტილებების მიმღებ, არაფორმალურ, გავლენიან ფიგურად. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან  იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებასა და ჩამოშლას. 

ამ „კერძო პირის“ კერძო დავაზე დახარჯეს ამდენი დრო მმართველი პარტიის, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.  იხილავდენ და იხილავდენ ამ საკითხს. თუ პოლიტიკიდან წავიდა, რატომ იხილავენ? თუ პოლიტიკიდან არ წავიდა, მაშინ რატომ იტყუებიან, რომ არ წავიდა?

სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი და გადაწყვეტილების მიმღები პირი, როგორიცაა მმართველი  პარტიის თავმჯდომარე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომ მერე მთელი ერი უნდა ვიჯდეთ და ამოვხსნათ როგორც რებუსი და ამოცანა. სჯობს, დაკავდნენ საქმით და აკეთონ ისეთი განცხადებები, რაც შფოთვებს და ჭმუნვებს კი არ შეიტანს ისედან პოლარიზებულ და დაყოფილ საზოგადოებას,  მით უფრო ასეთი განცხადებები,  როდესაც  ექვემდებარება ინტერპრეტაციას, თითქოს ისინი აღვივებენ ანტიდასავლურ განწყობებს, არამედ ხელის შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

მისივე თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის შეუთავსებელია ქვეყნის ჩრდილოვანი გავლენებით მართვა.  

"დაბრუნდება - არ დაბრუნდება პოლიტიკაში, ჯერ ერთი არსად წასულა, მაგრამ, უმჯობესია,  რომ ის იყოს ანგარიშვალდებული ხალხთან და არა ასე, როგორც ახლა არის, უნდა პრემიერი იყოს და უნდა პრეზიდენტი, თუ კი ამ მანდატს ანიჭებს ხალხი არჩევნების შედეგად. ცუდი ისა, რომ კერძო პირი სტატუსის გარეშე მართავდეს ქვეყანას,  ეს იწვევს დემოკრატიული ინსტიტუტების რღევას, თორემ დემოკრატიულ პროცესებში თუ მონაწილეობს ადამიანი და პასუხისმგებელია ხალხთან,  ეს უკვე სხვა საკითხია“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.  

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, დასავლეთი ზეწოლას ახდენს ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის იძულებული გახდეს დაბრუნდეს პოლიტიკაში და საქართველო ჩაითრიონ ომში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები