ნიკა მელია - მაკვირვებს, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული

მაკვირვებს,  თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის,  რა პროცესებიც მიმდინარეობს და ამიტომაც წამოიწყეს გააფთრებული ანტიამერიკული კამპანია.

"მე თუ რამე მაკვირვებს, მაკვირვებს ის, თუ რატომ უკვირს ვინმეს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან.  უმაღლესი ალბათობით ეს ასეც იქნება, სანქციების ჭურვები სულ უფრო ახლოს. სულ უფრო ახლოს ეცემა ბიძინა ივანიშვილთან. 

ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც არათუ ხელისუფლებაზე გავლენით სარგებლობს, არამედ მთლიანად აკონტროლებს მიტაცებულ სახელმწიფოს, რომელიც უნიკალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არის და არსებობს მტკიცებულებები, რომ ის თანამშრომლობს კრემლის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი ერთი წლის გადაჭარბებულად ნათქვამად მოჩვენებოდა ვინმეს, მაგრამ დღეს ეს ფაქტებია. შემთხვევით არაფერი ხდება. „ქართულმა ოცნებამ“ ჩემზე კარგად იცის, რა პროცესები არის განვითარებული, ამიტომაც არიან ამ დღეში“, - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები