სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან გიორგი ჩუბინიძესთან ერთად სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, ამ მიმართულებით სოფელ ზედა საზანოში 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის უკვე მოეწყო სათამაშო, სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, პარალელურად გრძელდება გარე ფასადის კეთილმოწყობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებს შორის, მნიშვნელოვანია ქალაქ თერჯოლის #3 ბაღის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ზედა საზანოს საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მტმ“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 944483 ლარია.აღნიშნული პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება.

დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩოლაბურის ხიდის მე-8 კმ-დან რუფოთი-ალისუბანი-თუზის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს სოფლებს ერთმანეთთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები