დავით ბერძენიშვილი - მე ვფიქრობ, რომ ამ ომს ივანიშვილი გადაყვება პოლიტიკურად

ღარიბაშვილიც კი იმაზე მეტ სისულელეს რომ ამბობს, ვიდრე მისგან ველოდებით, ვფიქრობ,  სწორედ ივანიშვილის აკვიატებების გაჟღერებაა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ივანიშვილი არაადეკვატურად აფასებს უკრაინაში მიმდინარე ომის პერსპექტივას და ფიქრობს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. 

"ივანიშვილს ძალიან დიდხანს ეგონა, შეიძლება,  ახლაც კი ჰგონია, რომ პუტინი იგებს ამ ომს...   მგონი,  დღესაც პუტინისკენ არის.  ღარიბაშვილიც კი იმაზე მეტ სისულელეს რომ ამბობს, ვიდრე მისგან ველოდებით, ვფიქრობ,  სწორედ ივანიშვილის აკვიატებების გაჟღერებაა. იმის გამო, რომ  რაკი მან ჩაიხვია, რომ მან იცის, რომ ამერიკა ყველაფერს კი არ ჩამოვა და რუსეთს ბოლომდე კი არ დაუპირისპირდება, ამიტომ მან უნდა შეინარჩინოს ეს ამბები.  აბა,  დანგრეულ და დამარცხებულ პუტინთან ივანიშვილიც აღარ დააპირებს  ძმაკაცობას. მე ვფიქრობ, რომ ამ ომს ივანიშვილი გადაყვება, პოლიტიკურად და შესაძლოა, არა მხოლოდ პოლიტიკურად, იმიტომ რომ ამ ომს იგებს დასავლეთი, ეს არის ცივილიზაციის ომი, არაცივილიზებულ, წარღვნამდელ სამყაროსთან... 

ივანიშვილის არაადეკვატურობა გამოვლინდა იმაშიც, რომ ქართველ ხალხს ახლა რაში ადარდებს ივანიშვილის ვერტმფრენი და მისი 500 მილიონი?“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები