თორნიკე შარაშენიძე - ორი ვერსიაა, თუ რატომ არ ვართ მიწვეული დიდი შვიდეული სამიტზე, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს საქართველოს ზედმეტად ფრთხილ პოზიციას

შესაძლოა, ეს  უკავშირდებოდეს საქართველოს ზედმეტად ფრთხილ პოზიციას,  -  ამის შესახებ  Front News-ს  GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გერმანიაში მიმდინარე დიდი შვიდეული სამიტზე საქართველოს მიუწვევლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ის რომ შეხვედრაზე უკრაინის გარდა მიწვეულია  მოლდოვა,  იმითაც აიხსნება,  რომ მოლდოვაში უკრაინელი  ლტოლვილების გაცილებით დიდი ნაკადია შესული. 

"ორი ვერსიაა, თუ რატომ არ არის მიწვეული საქართველო დიდი შვიდეული სამიტზე. პირველი ესაა, საქართველოს ფრთხილი, ხანდახან ზედმეტად ფრთხილი განცხადებები რუსეთთან მიმართებით.  მეორე ის,  საქართველო ისე არ არის ჩართული ამ კონფლიქტში გეოგრაფიიდან გამომდინარე, როგორც მოლდოვა და თვითონ უკრაინა. 

მოლდოვა გაცილებით ღარიბია და მისთვის დიდი ტვირთია ნახევარი მილიონი ლტოლვილის მიღება, შესაბამისად, მოლდოვის საკითხი უფრო აქტუალურია, ვიდრე ჩვენი“, -განაცხადა შარაშენიძემ.

"დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

შეხვედრაში მონაწილეობენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრას ესწრებიან „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველო კი, რომელიც ასევე ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყანაა, შეხვედრაზე მიწვეული არაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები