ზურაბ ჭიაბერაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს დაემთხვეს ქართველი ხალხის მზაობა ივანიშვილის წინააღმდეგ და დასავლური სანქციები კომბინაციაში

ივანიშვილი რომ დასასანქცირებელია, დასავლეთისთვის  ეს ცხადზე უცხადესია, მაგრამ  მხედველობაში იღებს, რამდენად მოწყვლადია თვითონ საქართველო როგორც ქვეყანა და ქართველი ხალხი,  - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროპის საბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ძალიან უკიდურესი უნდა იყოს ვითარება, რომ დასავლეთმსა ეს ნაბიჯი გადადგას. 

"დასავლეთში ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე,  რომ ივანიშვილის დასანქცირება, „ქართული ოცნების“ მზადება, რომ „ქუჩაში გამოვალთ“, „ბიძინას დავიცავთ“ და  ეს ყველაფერი გარკვეულ დაძაბულობას ქმნის საქართველოში, ამიტომ დასავლეთი,  ერთის მხრივ,  არ გადაუხვევს ამ  სანქცირების პროცედურებიდან, თუ ფაქტი იქნება ივანიშვილის ცუდად მოქცევის, მას დაასანქცირებს, მაგრამ დასავლეთი მხედველობაში იღებს იმას, რამდენად მოწყვლადია თვითონ საქართველო როგორც ქვეყანა და ქართველი ხალხი, აქედან გამომდინარე, ძალიან უკიდურესი უნდა იყოს ვითარება, რომ მან ეს უკიდურესი ნაბიჯი გადადგას და საქართველოში ამ ტიპის დაძაბულობა შექმნას ამ მომენტში, როდესაც უკრაინას ცეცხლი უკიდია“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს გარდატეხის პერიოდი ისე გავიაროთ, ქვეყანა არ დაზარალდეს.  

"ივანიშვილი რომ დასასანქცირებელია დასავლეთისთვის   ეს ცხადდზე უცხადესია, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაში კალკულაციაში შემოდის ისიც,  ქვეყანაში რა მდომარეობაშია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი,  ქართველმა ხალხმა გამოიჩინოს ძალიან დიდი ყურადღება და მზაობა, რომ ერთმანეთს დაემთხვეს ქართველი ხალხის მზაობა ივანიშვილის წინააღმდეგ და დასავლური სანქციები კომბინაციაში, რომ ეს რთული,  გარდატეხის პერიოდი ისე გავიაროთ,  რომ ქვეყანა არ დაზარალდეს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები